გაკვეთილის გეგმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში
1) გაკვეთილი მთავარი თემა: შოთა ნიშნიანიძის ლექსი
,,ცოტნე დადიანი’’.
2) სწავლების საფეხური: II საბაზო.
IX
კლასი
3) მოსწავლეთა პროფილი: 15.
4)გაკვეთილის
მიზანი: 1) სათაურის გააზრების უნარ-ჩვევის
განვითარებას ტექსტთან მიმართებაში.
2) მოსწავლეთა მიერ ინფორმაციის მოძიება ცოტნე დადიანის შესახებ.
3)დამოუკიდებლად
სწავლისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარ- ჩვევის განვითარება.
4) ავტორის ძირითადი სათქმელის ამოცნობა
5) გაკვეთილის მნიშვნელობა და აქტუალობა:
მნიშვნელობა: 1) თამარ მეფის მართველობის ,,ოქროს ხანის’’
შემდეგ საქართველოს -სოციალურ-პოლიტიკური
ვითარების ცოდნა.
2) ცოტნე დადიანის გმირული მოქმედების ცოდნა.
3) რისთვის შეიკრიბნენ ქართველი ერითავები კოხტა-გორაზე-
ამ საკითხის ცოდნა.
აქტუალობა:
1) მეგობრობისა და პატრიოტიზმის გრძნობის გაღვივება თანამედროვე ახალგაზრდებში.
6)
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები:
1)
მოსწავლემ უნდა შეძლოს მხატვრული ტექსტის გააზრება, გაანალიზება და საკუთარი დამოკიდებულების
გამოატვა.
2) მოსწავლემ უნდა შეძლოს დაიცვას წერილობითი ტექსტის
სტრუქტურა და ენობრივი ნორმები.
3) მოსწავლემ უნდა შეძლოს მსჯელობა განსხვავებული
ტექსტის ენობრივ თავისებურობებზე.
4)
მოსწავლემ უნდა შეძლოს დამატებითი ინფორმაციის მოძიება.
7)
წინასწარი ცოდნა:
გამოწვევა: 1) თამარისა და
მისი შემდგომი პერიოდის სოციალური და პოლიტიკური ვითარება.
2) ინფორმაციის ცოდნა ცოტნე დადიანის შესახებ.
8)
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები:
სასწავლო მასალა: სასკოლო სახელმძღვანელო,
რვეული, საწერ-კალამი, დაფა, ცარცი და
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის IX კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო.
ტექნიკური რესურსები: კომპიუტერი.
9) გაკვეთილის
მსვლელობა:
გამოსაკითხი მასალა - ანა კალანდაძის ,,ფეხი დამადგით’’
ლექსი ზპირად. მუშაობა ეპიტაფიის სტილის შესახებ.საშინაო დავალების შემოწმება. (ლექსის
ენობრივი თავისებურებების შესახებ.)
A
ფაზა-გამოწვევა:
1) რა იციან თამარ მეფის შემდგომ პერიოდზე?
2) ვინ იყო ცოტნე დადიანი?
3) გონებრივი იერიშის რუკა:
ცოტნე დადიანი
|
წინარე ცოდნის
გააქტიურების შემდეგ მოსწავლეები ავსებენ „ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“ სტრატეგიის
„ვიცი“ და „მინდა ვიცოდე“ სვეტებს
B ფაზა. ცოდნის
კონსტრუირება
პირველი აქტივობა-
ლექსის გამომეტყველებით წაკითხვა.
მეორე აქტივობა-
ჯგუფად დაყოფა და დავალების მიცემა .
I ჯგუფს ეძლევა
დავალება: იმუშაონ ლექსის მხატვრულ ხერხებსა და ენის თავისებურებებზე.
II ჯგუფს ეძლევა
დავალება: იმუშაონ ცოტნე დადიანის ეპოქის მიმოხილვაზე.
ჯგუფებმა მოახდინეს
დავალებების პრეზენტირება.
C ფაზა . რეფლექსია:
მოსწავლეები ავსებენ
ვენის დიაგრამას და ადარებენ ერთმანეთს ცოტნე
დადიანსა და
დავით აღმაშენებელს.
ლექსში წარმოჩენილი
იდეოლოგიისა და მხატრული ხერხების უკეთ გააზრებისათვის მოსწავლეები განმარტავენ შემდეგ
ფრაზებს:
რახანია ეკლესიებს შესევია ჭილყვავი,
და ციხეებს აზიური სიმღერები ჭირხლავენ,
ცას უყეფენ კოცონები და კარვები
მონგოლთა,
ვერ იქნება კოხტაგორა საქართველოს
გოლგოთა.
განსხვავდება თუ არა ლექსის ბოლო
ორი სტროფი დასაწყისისგან:
,,ისევ ფეთქავს, ისევ სცემს,
ლეგენდებად თქმული,
პატარა საქართველოს
რაინდული გული“.
მოსწავლეები შეჯამებისათვის ავსებენ სტრატეგია „ვისწავლე“ , და ხდება არასწორი
წარმოდგენების განხილვა
საშინაო დავალების მიცემა .მოიძიეთ ისტორიიდან ცნობები
ცოტნე დადიანის შესახებ და დაწერეთ თხზულება; ცოტნე დადიანი–კაი ყმა.
No comments:
Post a Comment